დააჯარიმეს Covid-ინფიცირებული, რომელმაც იზოლაციის ადგილი თვითნებურად დატოვა - შსს

პუბლიკა

შსს-ის ცნობით, პოლიციამ ბათუმში Covid-ინფიცირებული მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

შსს წერს, რომ ტ.ტ.-ს 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, Covid-19-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტებმა მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა Covid-ინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ Covid-ინფიცირებული მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმა და შემდეგ კი ბათუმში Covid-სასტუმროში გადაიყვანეს.