კრწანისში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა | ფოტო

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა.

მერიის განცხადებით, მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

„მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.