თბილისი - 750, იმერეთი - 234, კახეთი - 102 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე, რეგიონების მიხედვით:

  • თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა;
  • აჭარა – 94;
  • იმერეთი – 234;
  • ქვემო ქართლი – 94;
  • შიდა ქართლი – 103;
  • გურია – 35;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126;
  • კახეთი – 102;
  • მცხეთა-მთიანეთი – 44;
  • სამცხე-ჯავახეთი – 29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათივე ცნობით, საქართველოში 816 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი. მათივე ცნობით, 8 320 პირი კორონავირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.


საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 403 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა – 26.