როდის შეძლებენ რისკჯგუფში არმყოფი მოქალაქეები ვაქცინის მიღებას | იმნაძე სავარაუდო პერიოდს ასახელებს

პუბლიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში მოქალაქეებისთვის ვაქცინის ხელმისაწვდომობის სავარაუდო დრო დაასახელა.

შეკითხვაზე, როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინა არა სამედიცინო პერსონალის, არამედ რიგითი ადამიანებისთვის იმნაძე პასუხობს:

„რეალისტები თუ ვიქნებით, ეს იქნება, ალბათ, ზაფხულში-შემოდგომის დასაწყისში – ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკის ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც COVID-19 არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას“, – აცხადებს იმნაძე.

როგორც იმნაძე აღნიშნავს, პროტოკოლის მიხედვით, პირველ რიგში ვაქცინას მიიღებს სამედიცინო პერსონალი, ასაკობრივი ჯგუფები, რისკის ჯგუფები, რომლებსაც ყველაზე მაღალი აქვთ ფატალური გართულების  რისკი და ა.შ.