მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 496 შემთხვევა
- აჭარა – 52
- იმერეთი – 187
- ქვემო ქართლი – 83
- შიდა ქართლი – 83
- გურია – 33
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105
- კახეთი – 88
- მცხეთა-მთიანეთი – 25
- სამცხე-ჯავახეთი – 20
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 757, აჭარაში – 322, იმერეთში – 740.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 777 პირი, მათ შორის, თბილისში – 360, აჭარაში – 62, იმერეთში – 189.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 9, იმერეთში – 29.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 499 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 70, ხოლო იმერეთში – 7.