ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

პუბლიკა

საქართველოს „პირველი არხის” ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს,  – ამის შესახებ ცნობილი პარტიის ყრილობაზე გახდა.

პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობამ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დღეს აირჩია. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა გაიზარდა და ის 20 წევრითაა წარმოდგენილი.