საქართველოში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 15 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – გამოვლენილია 647 შემთხვევა;
- აჭარა – 58;
- იმერეთი – 249;
- ქვემო ქართლი – 93;
- შიდა ქართლი – 95;
- გურია – 53;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145;
- კახეთი – 106;
- მცხეთა-მთიანეთი – 41;
- სამცხე-ჯავახეთი – 49;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით.
ამ ეტაპზე ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 775 მძიმე პაციენტია. უწყების ცნობით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 217 პირი და 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.