Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 96 027 401-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 68 692 236, ხოლო გარდაიცვალა 2 049 769 ადამიანი.
რუსეთი (546 265 აქტიური შემთხვევა)
18 იანვარს რუსეთში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, რუსეთში გამოვლენილია 3 591 066 კოვიდშემთხვევა. დაღუპულია 66 037 პირი, მათ შორის ბოლო დღე-ღამეში – 471. აღსანიშნია, რომ რუსეთი მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებშიც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
თურქეთი (98 033 აქტიური შემთხვევა)
თურქეთში, გუშინ კორონავირუსის 5 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულია 2 392 963 ადამიანი. მათგან 2 270 769 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 5 862 მოქალაქე, აქედან ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 164 ადამიანი. თურქეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მე-7 ადგილზეა.
სომხეთი (8 614აქტიური შემთხვევა)
გუშინ სომხეთში 6 კოვიდპაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა. სულ გარდაცვლილია – 2 998 ადამიანი. 18 იანვარს სომხეთში covid-19-ის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 164 676-ია. მათგან 153 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანი (8 598 აქტიური შემთხვევა)
გუშინ აზერბაიჯანში ერთ დღეში ინფიცირების 118 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი Covid-19-ის 227 391 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 215 771 გამოჯანმრთელდა. სულ გარდაცვლილია 3 022 ადამიანი, აქედან 13 პაციენტი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.
საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების 11 336 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 15 კოვიდპაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.