6 122 ტესტი, 469 ინფიცირებული, 14 გარდაცვლილი | კორონავირუსის 20 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1792  და გარდაიცვალა 14 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.

მათივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:

  • თბილისი – გამოვლენილია 212 შემთხვევა;
  • აჭარა – 33;
  • იმერეთი – 61;
  • ქვემო ქართლი – 31;
  • შიდა ქართლი – 34;
  • გურია – 12;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი-32;
  • კახეთი – 25;
  • მცხეთა-მთიანეთი – 20;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების 9 999 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში;
  •  745 მძიმე პაციენტია;
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პაციენტი;
  • 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
  • 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.