„ვადასტურებთ, რომ მალხაზ ვანიშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი ამჟამად პოლიციის შენობაში, გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც, თვითიზოლაციაში გადავა”, – ამის შესახებ „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
როგორც ვანიშვილმა „ფორმულასთან” საუბარში აცხადებდა, მასზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სისტემატურ ზეწოლას ახდენდნენ. კერძოდ, ვანიშვილი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ საქართველოზე უარის თქმას და მილიციის თანამშრომლები ამას ვიდეოზე იღებდნენ.