მალხაზ ვანიშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს

პუბლიკა

„ვადასტურებთ, რომ მალხაზ ვანიშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი ამჟამად პოლიციის შენობაში, გამოკითხვაზეა, რის შემდეგაც, თვითიზოლაციაში გადავა”, – ამის შესახებ „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

​როგორც ვანიშვილმაფორმულასთან” საუბარში აცხადებდა, მასზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სისტემატურ ზეწოლას ახდენდნენ. კერძოდ, ვანიშვილი ამბობს, რომ მას აიძულებდნენ საქართველოზე უარის თქმას და მილიციის თანამშრომლები ამას ვიდეოზე იღებდნენ.