ფრქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გუშინ პიარულ თავხედობაში გადაიჭრნენ რუსები და ნაცები, ხოლო საქართველო ზეიმობდა გამარჯვებას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ განიზრახა ე.წ. პიარული ტრუკების კეთება. გუშინ, ამის დრო ნამდვილად არ იყო თუმცა, იკადრეს. მათი მთავარი მიღწევა არის ის რეზოლუცია, რომლითაც ომიდან 2 თვეში საქართველოს ომის დაწყება დააბრალეს.
მათი ერთადერთი დამსახურება, რაზეც აგებენ ამ პიარულ ნარატივს, იყო ის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევიდა სარჩელი. სარჩელის შეტანასაც თუ გვამადლიან მგონი ამაზე არ უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უტიფრობას, მინდა გავახსენო, რომ მათ თითი-თითზე არ ჰქონდათ დადებული იმისთვის, რომ მოეძიებინათ ისკანდერის ნაწილები, რაც იყო მთავარი მტკიცებულება. ამაზე ზრუნვა და ასობით მტკიცებულების წარდგენა 2013 წლის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდებოდა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.