„თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელისა – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას. ღმერთმა ძალა მისცეს მას და საქართველოს”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნინოს დღეს. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც ატარებს მის სახელს”, – ილია II-ის ქადაგების წერილობით ვერსიას საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.