დადებითობის მაჩვენებელი დღეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლებია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

„კლების დინამიკა ახალი შემთხვევების გრძელდება და 669 ინფიცირებული გამოვლინდა 19 311 ტესტიდან ბოლო 24 საათში. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები – 3,5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4,7%, ბოლო 14 დღეში – 5,8%. ბოლო 14 და 7 დღეს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8,4%.

შედარებითი მაჩვენებელი დადებითობის პროცენტის ოქტომბერ-ნოემბერში და მოყოლებული ოქტომბერ-ნოემბრიდან ყოველ ორკვირეულ შუალედში, დინამიკა საინტერესოა: 23 ოქტომბერი  – 5 ნოემბერი – 19%; 6-19 ნოემბერი – 24%, 20 ნომბერი – 3 დეკემბერი, ეს იყო პიკი და გვქონდა 30%, ანუ გატესტილი თითქმის ყველა მესამე იყო დადებითი; 4-7 დეკემბერი – 22%. 18-31 დეკემბერი – 14,5%. 1-14 იანვარი – 10,5%, 15-28 იანვარი საშუალო გვაქვს 5, 8%“, – განაცხადა გამყრელიძემ.