დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩამოყალიბდა ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი, რომელსაც აქვს თვალთახედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა.
„ზამთრის კურორტების ასოციაციის ჯგუფი ჩამოყალიბდა. მათ აქვთ ხედვა, შესაბამისი პირობების დაცვით, როგორ შეიძლება კურორტების გახსნა. ძირითადად, საუბარია აქ საბაგირო გზებზე, რადგან კერძო სახლებსა და აპარტამენტებში ადამიანები ისედაც ისვენებენ. აქ საუბარია აღდგენაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვთხოვეს, ჩვენგანაც იყვნენ წარმომადგენლები გუშინ, გუშინწინ და ამ საკითხებზე მუშაობენ. მოგეხსენებათ, რომ დღეს მხოლოდ შვეიცარიაშია გახსნილი ზამთრის კურორტები, მაგრამ მთლიანად არც იქ არაა გახსნილი, შესაბამისი კონტროლითაა. ამიტომ ამ ყველაფერს სწავლობენ და შემდეგი შეხვედრის დროს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.