Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 249 028-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 178 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა
- აჭარა – 25
- იმერეთი – 90
- ქვემო ქართლი – 27
- შიდა ქართლი – 28
- გურია – 24
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44
- კახეთი – 31
- მცხეთა-მთიანეთი – 10
- სამცხე-ჯავახეთი -8
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც: 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573 პირი, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 49, იმერეთში – 146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში- 2, იმერეთში – 14.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.