„ტვ პირველის“ ეთერში „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული პირობის შესახებ ისაუბრა:
„ქართული ოცნების“ პირველ არგუმენტზე რაც შეეხება სიყალბის ნაწილს, მე მათ არგუმენტზე ვეთანხმები, თუ ჩვენ გაყალბებას ვიძახით ეს უნდა დავადასტუროთ მოლაპარაკების მაგიდაზე და ფასილიტატორებთან, უკეთეს მოსამართლეებს ვერ ვნახავთ, მაგრამ ასევე ჩემთვის სასარგებლოა ფასილიტატორების და ელჩების განცხადებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარა დარვევებით, რასაც აღიარებენ თვითონაც.
მე ამ მიზნით, ზუსტად დარღვევებისთვის, რომ პასუხი აგოს „ქართულმა ოცნებამ“, მქონდა მათთან ასეთი წინადადება,- რომ თქვენ რა გიშლით ხელს, მოდით დადეთ რასაც ჩვენ ვითხოვთ – პროპორციული არჩევნები ბარიერის გარეშე. თქვენ ხომ ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც არ შემოდის , ხომ გაქვთ ეს ინფორმაცია, მოდი, ასეთი თამაში შევთავაზე, თუ თქვენ ამას დადებთ მე ვდებ პირობას , რომ შემოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და დანარჩენი ოპოზიცია, რომ ჩვენ მივიღებთ პროპორციულ უბარიერო არჩევნებს, თუ არ შემოვიდა ოპოზიცია და ეს თამაში მე წავაგე, მე შევალ პარლამენტში და იქ დავრჩები“,- აცხადებს ხვიჩია.
ჟურნალისტის კითხვაზე დათანხმდა თუ არა „ქართული ოცნება“ მის წინადადებას, ხვიჩია პასუხობს, რომ დათანხმების შემთხვევაში ახლა პარლამენტში იქნებოდა.