„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლიეტუვის ელჩი მივიდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში საქართველოში ლიეტუვის ელჩი მივიდა. მას პარტიის მთავარ ოფისთან ენმ-ის ლიდერები დახვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიკა მელიას შეხვდა.

შესვლამდე ლიეტუვის ელჩმა განაცხადა, რომ ის პარტიის ოფისში სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა.