ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება.
„ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებიან .
შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 12 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
იმავე დღეს შეხვდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილს. შეხვედრები 13 მარტსაც გაიმართა. დანიელსონი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
დანიელსონთან გუშინ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მედიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრეს.
გაიმართება თუ არა დღეს დანიელსონის მონაწილეობით „ოცნების“ და ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლებს შორის ერთობლივი შეხვედრა უცნობია. დანიელსონი საქართველოს წინასწარი ინფორმაციით 14 მარტს დატოვებს.