დღეს გაგრძელდება მოლაპარაკებები და ხვალ უნდა გვქონდეს რაღაც შედეგი | მეგრელიშვილი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

ვახტანგ მეგრელიშვილმა შეხვედრის სხვა მონაწილეების მსგავსად კონკრეტულ საკითხებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებები  გაგრძელდება და სავარაუდოდ ხვალ უნდა გახდეს ცნობილი რა კონკრეტული შედეგით დასრულდება აღნიშნული მოლაპარაკებები.

კითხვაზე გაიმართება თუ არა დღეს მხარეებს შორის ერთობლივი შეხვედრა მეგრელიშვილმა უპასუხა: „ ჩვენ გვითხრეს, რომ დღეს გვიანობამდე თუ არ დავიძინებთ შეიძლება გაიმართოს შეხვედრა.“

„თითოეულ საკითხზე დეტალურად მიდის შეთანხმება და ვფიქრობთ, რომ გაჩნდა შანსი, რომ თუ ჩვენ ყველანი გარკვეულ კომპრომისებზე წავალთ ამ შეთანხმებას აქვს წარმატებით შანსი. ამ შეხვედრამ ამაში დამარწმუნა. ეს წინადადებები, რომელიც დევს მაგიდაზე იყო განხილული, მაგრამ დღეს რამე კონკრეტულის დადასტურება არ შემიძლია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გვქონდეს რაღაც შედეგი. ჩვენ გვითხრეს, რომ დღეს გვიანობამდე თუ არ დავიძინებთ შეიძლება გაიმართოს შეხვედრა.” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელს მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დილიდან მართავს.

პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გაიმართა. შემდეგ შეხვდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.  ამჯერად შეხვედრა ისევ „ქართული ოცნების“ წევრებთან უნდა გაიმართოს და დღის ბოლოს სავარაუდოდ უნდა ჩაინიშნოს მხარეების მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა.

გავრცელებული ინფორმაცია კრისტიან დანიელსონმა საქართველო ხვალ, 14 მარტს უნდა დატოვოს.