საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 299 და გარდაიცვალა 4 კოვიდპაციენტი.
მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 903 კვლევა ტესტით, აქედან 14 296 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 607 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.61 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, აქედან 1 467 მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 299 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პაციენტი. 179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 124 ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.