კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, „ოცნებას“ - 35% მისცემდა ხმას, ენმ-ს - 18% | IRI

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, არჩევნების გამართვის შემთხვევაში, გამოკითხულთა უმეტესობა – 35% პირველ არჩევნად „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, მმართველ გუნდს მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობა“ – 18%-ით.

შეკითხვაზე, კვირას რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის დაუჭერდით მხარს? IRI-ის გამოკითხვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება.

პირველი არჩევანი / მეორე არჩევანი (თუკი პირველ არჩევნად დასახელებული პარტია საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება):

„ქართული ოცნება“ – 35% / 3%

„ნაციონალური მოძრაობა“ – 18% / 5%

„ევროპული საქართველო“ – 3% / 6%

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% / 4%

„გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე – 2% / 2%

„პატრიოტთა ალიანსი“ – 2% / 4%

„ლეიბორისტული პარტია“ – 2% / 2%

„მოქალაქეები“ – 2% / 3%

„ლელო“ – 1% / 2%

გამოკითხულთა 5% პირველივე არჩევნის სახით ამბობს, რომ ხმას არავის მისცემდა, ხოლო 18% მიუთითებს, რომ, თუკი მისი პირველ არჩევნად დასახელებული პარტია არ იქნებოდა ბიულეტენში, მაშინ არავის არ მისცემდა ხმას.

ხოლო გამოკითხულთა 15% პირველივე არჩევნის სახით უარს ამბობს პასუხზე ან ამბობს, რომ „არ იცის“, ხოლო მეორე არჩევნის სახით გამოკითხულთა 45% აფიქსირებს ამ პასუხს.


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.