დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ. საბჭოს სხდომამდე შარლ მიშელის მიერ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
„მე პირადად მწამს, რომ დოკუმენტo, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ არის შემოთავაზებული და რომელსაც შესაძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოაწეროს ხელი, არის შეშფოთებისა და მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი.
ახლა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ორივე მხარე მოაწერს ხელს, მოგვიანებით კი ის არამარტო ხელმოწერილი იქნება, არამედ გადაიდგმება ნაბიჯები ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
Ahead of #FAC FM @GLandsbergis notes 3 important aspects:
▪️EU is ready to consider sanctions, if Russia crosses red lines in #Ukraine
▪️EU should be ready to provide a humanitarian mission for @navalny's treatment
▪️Further EU mediation role remains important in helping #Georgia pic.twitter.com/HUfxsJjo2T— Lithuania MFA | #StandWithUkraine (@LithuaniaMFA) April 19, 2021
დღეს ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიდეოკონფერენციაზე მიმდინარე საკითხებსა და ბოლო და მოსალოდნელ მოვლენებზე მიაწვდის ინფორმაციას.
გუშინ კი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ. მათ შარლ მიშელის ინიციატივით შემუშავებული ბოლო დოკუმენტი გააცნეს პოლიტიკოსებს. შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“. შეხვედრის შემდეგ კი პოლიტიკოსებმა, როგორც ოპოზიციიდან, ისე მმართველი გუნდიდან, გნააცხადეს, რომ მათ შემოთავაზებული ტექსტი პარტიების შიგნით უნდა განიხილონ და მას შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.