ამნისტია არ უნდა გავრცელდეს წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაზე - საიას მოსაზრება პარლამენტს წარედგინა

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტს ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის  1441-3 მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით). იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება, 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე [რას ითვალისწინებს აღნიშნული მუხლები, გაეცანით ქვემოთ]. 

დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობითა და, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჩართულობით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტს გაეცანით სრულად.

მუხლი 144​1. წამება

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ბ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.