აჭარის მაუწყებელი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ 2019 წლის მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მრავალ საკითხთან ერთად საქართველოში მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების საკითხებიც არის განხილული.

ანგარიში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. დოკუმენტში შესულია ქართული ორგანიზაციების განცხადებები, რომ ჩნდება კითხვები ხელისუფლების მხრიდან ამ ორ მედიაორგანიზაციის საქმიანობაში შესაძლო ჩარევის შესახებ.

„ზოგიერთი მედიაგამოცემა და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავდა შეშფოთებას მედიაპლურალიზმსა და მედიასაქმიანობაში პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან ზოგიერთი მედიასაშუალების საქმიანობაში ჩარევას შეეხებოდა. მაგალითისთვის 19 აპრილს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაუწყებლის გენერალური დირექტორი გადააყენა სხვა მიზეზებთან ერთად სახელმწიფო თანხის გაფლანგვისა და პროგრამული პრიორიტეტების არასწორი მართვის გამო.

საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ODIHR, აქამდე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიუკერძოებელ მედიად განიხილავდა.  13 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარმა ჯგუფმა და მედიადამკვირვებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მედიასაშუალების ბორდს გენერალური დირექტორის გადაყენების გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს გადაწვეტილება ქართული დემოკრატიის განვითარებას და მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. 22 აპრილს 10 ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების მიერ ბორდის გადაწვყეტილებაში შესაძლო ჩარევის შესახებ აჩენდა კითხვებს.

დეკემბერში მაუწყებლის ჟურნალისტები ახალი დირექტორის დანიშნვას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ახალი დირექტორი მათ საქმიანობაში ჩარევას და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ომბუდსმენი აპარატმა აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, მის გარშემო მიმდინარე პროცესები ქვეყნის ზოგად მედიაგარემოზე ახდენს გავლენას”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე.

„არასამთავრობო ორგანიზაციები განაგრძობენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ახლო ურთიერთობის კრიტიკას. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოების კრიტიკას მმართველი პარტიის მიმართ.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციის კანდიდატის საწინააღმდეგოდ მიკერძოებას ავლენდა და არ უზრუნველყოფდა სარედაქციო დამოუკიდებლობას და სატელევიზიო პროგრამების მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას. ამ ანგარიშის მიხედვით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ზედამხედველობას ყოველთვის მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ  არ ახორციელებდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.