აცრის თუ არა სახელმწიფო კოვიდგადატანილ მოქალაქეებს - გამყრელიძის პასუხი

პუბლიკა

„ჩვენთან 220 000 ადამიანს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, მაგრამ გათვლებით დაახლოებით 2-ჯერ მეტია ეს მაჩვენებელი. ანუ ინფექცია მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს გადატანილი. მარტისთვის (ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღი) ეს პროცენტი უფრო მაღალი იქნება. ამ ადამიანებს ინფექციის გადატანის შემდეგ რჩებათ იმუნიტეტი, მინიმუმ 6-7-8 თვე, მაგრამ ამ ადამიანების ვაქცინაციაც მიზანშეწონილია. და არის გეგმაში”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

„ვინც ინფექციას გადაიტანს თებერვალში, მარტში, მისი აცრა არ იქნება აუცილებელი, მაგრამ, ვინც შარშანდელ თებერვალში, მარტში, აპრილში გადაიტანა რეკომენდებული იქნება, რომ აიცრას”. – აზუსტებს გამყრელიძე.

მისი თქმით, ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის, (18 წელს ზემოთ)  60% უნდა ავცრათ, „ეს არის დაახლოებით 1 800 000 – 2 000 000 ადამიანი, და მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი ახალი წელი ჩვენთვის იქნება ბევრად უფრო თავისუფალი”, – ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ანტივაქსერების საპასუხოდ, იგი იქნება პირველი, ვინც ვაქცინის შემოტანის შემდეგ საჯაროდ აიცრება.