ადამ კინზინგერი: „საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა ჩართული მხარე"

ვასკა მათითაიშვილი

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს:

„ხუთშაბათს ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, სადაც ორივემ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. მე ვაფასებ არჩილ თალაკვაძის მიერ გაწეულ ძალისხმევას, ჩამოსულიყო ჩემთან შესახვედრად. ჩვენ ვანვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა და მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.

ჩვენი შეხვედრის შემდეგ დიალოგი მქონდა პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან. იმის მიუხედავად, რომ რაღაც ტიპის პროგრესი მიღწეულია, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ კვლავ  იარსებებს გადაულახავი განსხვავებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის.

დემოკრატია არ არის მარტივი რამ, და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყანაში პროტესტი ნორმალურია, მან მშვიდობიანი სახე უნდა შეინარჩუნოს. ასევე მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ სასამართლო სისტემა იქნება სამართლიანი ყველას მიმართ, იქნება დამოუკიდებელი და  თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური აფილაციისგან.

საქართველოში კომპრომისზე უნდა წავიდეს ყველა ჩართული მხარე ისეთი დემოკრატიისა და თავისუფლების მისაღწევად, რომლის მიღწევასაც ცდილობენ. როგორც საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვრჩები აშშ-საქართველოს ძლიერი და გამძლე ურთიერთობის მტკიცე მხარდამჭერად“, – წერს კონგრესმენი კინზინგერი.