აფრიკაში ვირუსი შესაძლოა, მარტივად გავრცელდეს, სუსტი ჯანდაცვის სისტემის გამო – WHO

ვასკა მათითაიშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდაფეთქების საფრთხე იზრდება ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყანაში, ნიგერიაში. მათი თქმით, ვირუსი შესაძლოა, აფრიკის თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდეს.

ნიგერიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ეს ინფიცირების პირველი შემთხვევაა საჰარის უდაბნოს სამხრეთ  აფრიკის ქვეყნებში. ინფიცირებულია იტალიის მოქალაქე, რომელიც მილანიდან ნიგერიის ქალაქ ლაგოსში 25 თებერვალს დაბრუნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აფრიკაში ვირუსის გავრცელების საფრთხე განსაკუთრებით დიდია, აფრიკის ქვეყნებში სუსტი და არამდგრადი ჯანდაცვის სისტემების გათვალისწინებით.