აია სოფია თურქეთის შიდა საქმეა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი აცხადებს, რომ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება თურქეთის შიდა საქმეა, რომელში ჩარევის უფლებაც არავის აქვს.

ამის შესახებ ვერშინინმა „სპუტნიკს” განუცხადა.

„ვფიქრობთ, ეს თურქეთის შიდა საქმეა, რაშიც, რასაკვირველია, არც ჩვენ ჩავერევით და არც სხვები უნდა ჩაერიონ. ამავდროულად ჩვენთვის მისი მნიშვნელობა ყურადსაღებია, როგორც მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის ძეგლის”, – განაცხადა ვერშინინმა.

თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია სოფიას საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება 10 ივლისს გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, 1934 წელს მიღებული გადაწყვეტილება, აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა.

ია სოფია მეჩეთი იყო 1935 წლამდე, თუმცა მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე მას სტატუსი შეუცვალეს და მუზეუმი გახდა. აია სოფია დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებდა.