აივ ინფექციისგან მსოფლიოში მეორე ადამიანი განიკურნა - BBC

ლონდონელი მამაკაცი ადამ კასტილეო, ექიმების თქმით, მსოფლიოში მეორე ადამიანია, რომელიც აივ ინფექციისგან განიკურნა, – ამის შესახებ BBC წერს, რომელიც ექიმის კომეტარს ავრცელებს.

კასტილეო უკვე 30 თვეა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას აღარ იტარებს და ამის მიუხედავად, მის ორგანიზმში ვირუსი აღარ გამოვლენილა. თუმცა, იგი აივ ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტების დახმარებით არ განკურნებულა, არამედ მას კიბოს სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა ჩაუტარდა, რამაც მისი ორგანიზმი აივ ინფექციისგან განკურნა.

ჯეროვანი უჯრედების დონორებს აქვთ უჩვეულო გენები, რომლებიც მათ და ამ უჯრედების მიმღებ პაციენტებს აივ ინფექციისგან იცავენ.

ტიმოთი ბრაუნი, „ბერლინელი პაციენტი” 2011 წელს იყო პირველი, ვინც აივ ინფექციისგან განიკურნა მას შემდეგ, რაც იმავე სახის მკურნალობა გაიარა, რაც ადამ კასტილეომ.