ახალი კრიტერიუმების შესაბამისად დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული - რიჟვაძე

პუბლიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი პროტოკოლის გათვალისწინებით, რაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს გულისხმობს, დღის ბოლომდე აჭარაში 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული პაციენტი იქნება.

„ვითარება, რა თქმა უნდა, არის რთული, მაგრამ აბსოლუტურად მართვადი და ჩვენი მონაცემებით არც ერთი პაციენტი და არც ერთი ინფიცირებული არ გვყავს ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე. იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პილოტურად, მათ შორის აჭარაში ამოქმედდა ახალი პროტოკოლები, როგორც ბინაზე მართვის ნაწილში. ასევე, დღეს იცით რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კოვიდსატატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმების შესაბამისად დღეს უკვე, დღის ბოლომდე აჭარაში გვეყოლება 400-ზე მეტი კლინიკურად გამოჯანმრთელებული ადამიანი, რომლებიც როგორც ჰოქსპიტალებიდან, ასევე კოვიდასასტუმროებიდან გაეწერება ბინაზე.

სტატისტიკა, მიმდინარე რიცხვები არის სამნიშნა, რაც კიდევ ართულებს მდგომარეობას, თუმცა კიდევე ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ შემდეგი დღეების განმავლობაშიც ველით რომ ეს რიცხვები იქნებ შენარჩუნებული, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ყველა კოვიდინეფიცირებულთან მიმართებით ტარდება შესაბამსი რეაგირება, გადაუდებელი სამსახურების მხრიდან, ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში“,- განაცხადა რიჟვაძემ.

დღეს, განდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პირი, რომელსაც მე-12 დღეს სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად.

თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.

გაბუნიას განმარტებით, მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები, კერძოდ, მისი განმარტებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრატქიკულად გადამდები აღარ არის, – ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, მაგრამ ვირუსის უნარი, დააინფიციროს სხვა, მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებებს.

„სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც ასახული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე“,- განაცხადა გაბუნიამ.