ახლა ნიკა მელია უნდა გამოვიდეს სწრაფად და ენმ შევიდეს პარლამენტში - რურუა

პუბლიკა

„ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობაც” უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ განუცხადა.

„პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას. მე ვფიქრობ, ეს წარმატებაა. ამნისტიის ერთი პუნქტი, რომ მოვისმინე საკანში, მეც ვერ მივხვდი რა იყო. მეც ჩემს თავზე ვიღებ, ეს შეგვეშალა, სამწუხაროდ, ასე მოხდა, მაგრამ დანარჩენი 4 მისაღებია. ვფიქრობ, ის 4 პუნქტი უნდა მივიყვანოთ“ – განაცხადა გიორგი რურუამ.

რურუამ განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობს.

„ალბათ, თავისი დანაშაული გამოასწორეს. მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული, ეს 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – განაცხადა რურუამ.