ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში - წულუკიანი

პუბლიკა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრს შეკითხვა დაუსვეს რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შესახებ. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს შემოქმედებითი თავისუფლებაა და სხვა პოზიცია მას არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს. ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო ფესტივალთან, რომლის ადგილიც არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი

ეს არის ჩემი პოზიცია და მოგახსენეთ უკვე, არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის დასი სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთან ერთად მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.