ამას ვერ ავცდებით - იმნაძე კორონავირუსის ფართოდ გავრცელებაზე

პუბლიკა

შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში არ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება? – ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ქვეყანა ამას ვერ აცდება.

„სამწუხაროდ ამ გარანტიის მოცემა არავის შეუძლია. უფრო სწორად ამას ვერ ავცდებით. ყველაფერს აქვს მაქსიმალური ზღვარი, როცა შენ შეგიძლია სიტუაცია დაიკავო კონტროლის ქვეშ და ამას ვერ ავცდებით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ შესრულდეს ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აქ რჩება ერთი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ მოსახლეობა ჩვენ გვერდით არ დადგა, თუ ყველამ ერთად არ მოვინდომეთ და არ შევაჩერეთ გავრცელება, მარტო ჩვენ მოსახლეობის გარეშე ვერ გავაკეთებთ.

მეოთხე კვირაა პირველი შემთხვევიდან და ჩვენ კიდე ყველა შემთხვევა ვიცით,  ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტი ვიცით. ბევრმა ჩვენზე მაგარმა ქვეყანამ ეს ვერ გააკეთა”, – განაცხადა იმნაძემ.

რას ნიშნავს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების ფაზა?

იმნაძის განმარტებით, როცა ჩვენ გვეყოლება პაციენტი, რომელზეც არ გვეცოდინება, ვისგან გახდა ავად, ეს იქნება იმის დასაწყისი, რომ ქვეყანაში იწყება ვირუსის ფართო გავრცელება. მისი თქმით, ჯერ ქვეყანაში არ გვქონია არცერთი ისეთი შემთხვევა, რომელიც ისე გახდა ავად, რომ არ ვიცით, ვისგან გადაედოთ.

„ჯერჯერობით ვინც კი არის საქართველოში ინფცირებულია ან არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ ჩამოვიდა რომელიღაც ქვეყნიდან, ან მივყვებით თითოეულ შემთხვევას და ვიკვლებთ კონტაქტებს – პირველი გადაცემა, მეორე გადაცემა, მესამე გადაცემა.  ყველაფერი ეს ჯერჯერობით კონტროლის ქვეშ არის.

ამიტომ მოვუწდებთ ჩვენ მოქალეებს – „დარჩი სახლში”, რათა მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ ეს პერიოდი, როცა ჩვენ შეგვძლია, მივადევნით თვალი თითოეულ ამ გადაცემას”, – განაცხადა იმნაძემ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით 44 ადამიანია ინფიცირებული.