ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს

პუბლიკა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ საგარეო უწყების პრესსამსახურში განაცხადეს.

„დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“, – აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.