არ არსებობს შინაური ცხოველებიდან ვირუსის ადამიანზე გავრცელების ფაქტები – WHO

ვასკა მათითაიშვილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღემდე არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ვირუსი შინაური ცხოველებიდან, როგორიცაა კატა ან ძაღლი, ადამიანზე გავრცელებულიყო.

„თუმცა ყოველთვის კარგია, თუ ცხოველებთან კონტაქტის შემდგომ ხელებს წყლითა და საპნით დავიბანთ. ეს ისეთი გავრცელებული ბაქტერიებისგან დაგვიცავს, როგორიცაა ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli). ასევე სალმონელასგან, რომელიც მარტივად შეიძლება გავრცელდეს ცხოველიდან ადამიანზე”, – წერია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში.

ხსენებული რეკომენდაციები კორონავირუსის შესახებ მითებისა და მცდარი ინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ შემუშავდა.

რეკომენდაციების სრული სია შეგიძლიათ, იხილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე.