არ შეგარჩენთ 20 ივნისს - გახარიას პარტიის პრეზენტაციის პარალელურად აქცია იმართება

პუბლიკა

ამ წუთებში ექსპოჯორჯიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის პრეზენტაციის პარალელურად არიან შეკრებილნი.

„არ შეგარჩენთ 20 ივნისს” – ვკითხულობთ ტრანსფარანტებზე.

გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე სტუმრები უკვე მისულები არიან. მათ შორის არიან  ძმები, რევაზ და არჩილ არველაძეები.