არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას - დავით ბაქრაძე

პუბლიკა

პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას. მისი თქმით, ის პარლამენტში წარმოდგენილი იქნება, როგორც დამოუკიდებელი უპარტიო დეპუტატი.

„მე არ ვაპირებ არცერთ ფრაქციაში გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ვიქნები პარლამენტის ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ არ ვიქნები არცერთ ფრაქციაში. ვიმუშავებ, როგორც დამოუკიდებელი უპარტიო დეპუტატი. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვიყარო კენჭი არცერთ იმ თანამდებობაზე, რომელსაც განსაზღვრავს შარლ მიშელის დოკუმენტი, დავუთმო ეს თანამდებობები კოლეგებს და ვიმუშაო, როგორც რიგითმა პარლამენტარმა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მისი თქმით, ფრაქციის სახელწოდება იქნება „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

ფრაქციაში 7 დეპუტატია გაერთიანებული, სამი მათგანი „ლელოს“ წევრი არ არის – სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

ფრაქციის წევრები ასევე იქნებიან  დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და მამუკა ხაზარაძე.

ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება.