„არ ვენდობი ვაქცინის ხარისხს“ | რა მიზეზებს ასახლებენ ისინი, ვინც არ აიცრებოდა

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 35% ამბობს, რომ აიცრებოდა.

მოსახლეობის 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, 12%-ის პასუხია – არ ვიცი. კითხვაზე რატომ არ აიცრებოდით? – მოსახლეობის 48% აცხადებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ხარისხს. იმავე კითხვაზე 20% ამბობს, რომ ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდებით პანდემიას. 10% ამბობს, რომ არ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 6% -ის პასუხია, რომ ვაქცინებს სხვა მიზნები აქვს. მოსახლეობის 5% კი ამბობს, რომ ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია.


აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.