არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს - გახარია ენმ-სა და „ოცნებაზე“

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის არ აპირებს იმ გუნდზე ჭორაობას, რომლის ნაწილიც იყო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობს.

„…საერთოდ არ მაინტერესებს. არც ერთს არ უჭირავს გასაღები ქართველი ამომრჩევლის გულთან და არც მეორეს [ენმ და „ქართული ოცნება“]. საერთოდ, პოლიტიკურ ველზე ვინ იქნება, ვინც კანონს იცავს, არც ერთის თავმჯდომარეს ეკითხება და არც მეორის. სამწუხაროდ, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის, ეს ორი ლექსიკა ძალიან ემსგავსება ერთმანეთს“, – ამბობს გიორგი გახარია.