არიან დილემის წინაშე, შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის - ღარიბაშვილი ენმ-ზე

პუბლიკა

„ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის წინაშე, დილემის წინაშე. მათი შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემური არის მათთვის, იმიტომ, რომ თავად ჩაიგდეს თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხს შეეხებოდა.

„ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე, ნაცმოძრაობაზე, რადგანაც მკითხეთ, გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, ვინაიდან 6 თვის განმავლობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა ის, რომ მათ ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მედიატორობით, მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ  ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ განეხორციელებინათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.