ბერლინის სიმფონიური ორკესტრის ისტორიული დღეები საქართველოში

დავით ბუხრიკიძე

ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია, სულხან ცინცაძის ხალხური მოტივები და ლიზა ბათიაშვილის საოცარი ბრამსიევროპაკონცერტზე“.

„2 მაისს ათასობით ქართველმა ევროპული იდეების მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია გამართა თბილისში, ოპერის თეატრის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე. ხმამაღლა ისმის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალური გუნდი. საოპერო თეატრის კულისებში ქუჩის სტვენა მხოლოდ სუსტად აღწევს, მაგრამ პოლიტიკური ცვლილებების სულისკვეთება აშკარად იგრძნობა საქართველოში ჩვენი მეორე კონცერტის ბოლოს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამსწრე სტუმრებმა ლოჟებიდან ევროპის დროშები გადმოკიდეს და ყვიროდნენ – „დიახ ევროპას!

სამშობლოში გამართული მეორე კონცერტისას, აღფრთოვანებული მაყურებელი ისმენს და ხედავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი დღე მუსიკოს ლიზა ბათიაშვილისათვის, რომელიც ბერლინის სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტია 2023 წლიდან. ემოციები მთელი სისავსით ედება დარბაზს ბრამსის სავიოლინო კონცერტისა და სულხან ცინცაძისქართული მინიატურებისშემდეგჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ დიდ ხანს ვისაუბრებთბერლინერ ფილარმონიკერისპირველი საკონცერტო ტურნეს შესახებ საქართველოში, „ევროპაკონცერტისფარგლებში და ხშირად გაგვახსენდება ასეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი მომენტიჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც“.

ეს ტექსტი ბერლინის ფილარმონიის სიმფონიურმა ორკესტრმა საკუთარ ვებგვედზე გამოაქვეყნა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 2 მაისს გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ. მას ფონად გასდევდა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ხმები, ხორუმის ცეკვის რიტმი და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფინალური გუნდი, რომელიც კონცერტის მნიშვნელობას კიდევ უფრო სიმბოლურ დატვირთვას  ანიჭებდა. ისევე როგორც, სიმბოლური და პოლიტიკური იყო ევროკავშირის გადმოფენილი დროშები ლოჟებიდან და შეძახილები კონცერტის დასასრულების შემდეგ – „არა რუსულ კანონს!“ დაჩვენ ევროპა ვართ!“

ბერლინის სიმფონიური ორკესტრირომელიც 1882 წლის 1 მაისს დაარსდაპირველად ჩამოვიდა საქართველოში და ორ კონცერტი გამართა -1 მაისს წინანდლის მამულში, იქ არსებულ ღია საკონცერტო სივრცეშისადაც ყოველწლიურად იმართება წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი და 2 მაისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში.

1991 წლიდანევროპაკონცერტის“ (Europakonzert) ტრადიცია სწორედ ორკეტრის დაარსების დღეს, 1 მაისსკონცერტის გამართვას უკავშირდებააღსანიშნავიარომ ეს არის პირველი შემთხვევაროდესაცევროპაკონცერტისაქართველოში და საერთოდ, კავკასიაში პირველად გაიმართა. თუმცა ამ კონცერტების მთავარი მიზეზი მაინც  გამოჩენილი ქართველი მევიოლინისლიზა ბათიაშვილის სახელს უკავშირდებარომელიც 2023 წლიდან ბერლინის ფილარმონიის რეზიდენტმუსიკოსია

ევროპაკონცერტიერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ტარდება და  დიდ, მრავალრიცხოვან აუდიტორიას იზიდავს. 1 მაისს წინანდალში გამართული კონცერტი 140-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა, მათ შორის, არტსა და კლასიკურ მუსიკაზე ფოკუსირებულ წამყვან სატელევიზიო არხებზე: ZDF (გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზია), ARTE tv, Mezzo tv და Medici.tv

ბერლინის ფილარმონიის ორკესტრს შეუძლოდ მყოფი მაესტრო ბარენბოიმის ნაცვლადდანიელ ჰარდინგი ხელმძღვანელობდა. პროგრამა ზეკლასიკური  და მრავალზის მოთელილი იყო: შუბერტის „ჯადოსნური არფის” უვერტურაბრამსის რე მაჟორული სავიოლინო კონცერტირომელსაც ლიზა ბათიაშვილი ასრულებდა და ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიათუმცა კონცერტის ფინალში, წინანდალშიც და თბილისშიც მსმენელს სიუპრიზი ელოდასულხან ცინცაძის მინიატურები ქართულ ხალსურ თემებზე, რომელიც ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა სპეციალურად მოამზადა და დაუკრა ლიზა ბათიაშვილის ჯადოსნური შესრულებით.

ახლა უშუალოდ კონცერტის შესახებ: ელეგანტური, ცხადი და პერფექციონისტული შუბერტის სიმფონიზმის ფონზე, ბრამსის სავიოლინო კონცერტი ლამის ეპიკური ჟღერადობით ნახატ ტილოს ჰგავდა. ბრამსის სავიოლინო კონცერტი უამრავჯერ მომისმენია, მათ შორის, ძალიან პოპულარული ამერიკელი ჰილარი ჰანის შესრულებით (რომელიც სხვათა შორის, ლიზა ბათიაშვილთან და ანასოფი მუტერთან ერთად, ითვლება ერთერთ წამყვან მევიოლინედ ქალად მსოფლიოში). თუმცა ის, რაც ლიზა ბათიაშვილმა წინანდლის კონცერტზე ჩაიდინა, განსაკუთრებით მეორე ნაწილში (ადაჟიო), ეს იყო მართლა უმაღლესი კლასი! უდახვეწილესი ბგერითა და ბგერაფერის ნიუანსებით, ენერგიული ელეგანტურობით, ფორმის გრძნობით, შესრულების გაწონასწორებული მანერით

მან თითქოს ჩვენს თვალწინ, ხელახლაშექმნაბრამისის მრავალჯერ შემოწმებულგადაღეჭილი სავიოლინო კონცერტი. სხვათა შორის, ბრამსის ერთადერთი სავიოლინო კონცერტი გაცილებით ახლოა სიმფონიის ფორმასთან, რადგან ძალიან დიდია საორკესტრო ქსოვილის მნიშვნელობა, ხოლო პირველი ნაწილის საორკესტრო ექსპოზიცია ლამის სიმფონიის გრძელ დასაწყისს ჰგავს. ამიტომ ბევრ ცნობილ და განსაკუთრებით, საკუთარ თავზე ორიენტირებულ და უფრო ეგოცენტრიულ სოლისტებს არ უყვართ ამ კონცერტის შესრულება. 

თავის დროზე, ბრამსის კონცერტის შესრულებაზე უარი თქვა მაგალითად, პაბლო სარასატემაც, რომლის პრეტენზიები მიმართული იყო სწორედ მეორე ნაწილის მიმართ: “არ მინდა ვიდგე ვიოლინოთი ხელში და მხოლოდ ვისმენდე როგორ უკრავს ჰობოი უგრძეს და ნელ მელოდიას მეორე ნაწილში“… 

ბერლინის სიმფონიურმა ორკესტრმა, დირიჟორმა დანიელ ჰარდინგმა და სოლისტმა ლიზა ბათიაშვილმა მთლიანობაში შექმნეს იმ ხარისხის მუსიკა, რასაც ზემოთ ნახსენები ტერმინიპერფექციონიზმიყველაზე ზუსტად შეესაბამება. ეს ჩვენთვისაც უჩვეულო ხარისხის კონცერტი აღმოჩნდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიაზე, რომლის შესრულებისას ორკესტრი ახლადახალიმერსედესისსრულყოფილებითა და მოტორიკით გამოირჩეოდა.

კონცერტის ბოლოს ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩდა  სულხან ცინცაძის მინიატურები ქართულ ხალსურ თემებზე, რომელიც ორკესტრმა სპეციალურად ისტორიული მნიშვნელობისევროპაკონცერტისთვისმოამზადა. 2 მაისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული კონცერტი კი მღელვარე, ბრწყინვალე, ხმაურიანი და ლამის პოლიტიკური ფინალით დასრულა, რის შესახებაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, როცა ბერლინის სიმფონიური ორკეტრის ვებგვერდმა თბილისური კონცერტისადმი მიძღვნილი ტექსტი და ფოტოები გამოაქვეყნა.