Frankfurter Rundschau: „თუ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს, პუტინი  სამიზნედ ახალ ქვეყანას აირჩევს“

პუბლიკა

მოამზადა დავით ბუხრიკიძემ

ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის ექსპერტი, პოლიტოლოგი კლაუს გესტვა, ცნობილ გერმანულ გამოცემებთან – Frankfurter Rundschau-სა და Merkur.de-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთისთვის უკრაინასთან ომში დამარცხება იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური კატასტროფის ტოლფასი იქნება. რის გამოც, პუტინი შეეცდება კომპენსაციისათვის აგრესიის სამიზნედ ახალი ქვეყნა შეარჩიოს, რომელთანაც რუსეთს სამხედრო უპირატესობა ექნება.

კლაუს გესტვა ტიუბინგენის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და რეგიონული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. დაახლოებით სამი ათეული წლის წინ მოსკოვსა და პეტერბურგში სწავლობდა. რუსეთში სამოქალაქო თუ პოლიტიკური დესტაბილიზიის დროსაც კი ინარჩუნებდა არაფორმალურ კონტაქტებს ქვეყნის შედარებით ლიბერალურ და ინტელექტუალურ წრეებთან.

მაშინ, როდესაც რუსეთი ბოლო დროს დიდ დანაკარგს განიცდის უკრაინაში და შესაბამისად, დიდ საფასურს იხდის პუტინის იმპერიალისტური მისწრაფების გამო (მაგალითად, უკრაინის არმიის კონტრშეტევა ბახმუტში), ექსპერტი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყანა იოლად შეიძლება აღმოჩნდეს კრემლის ყურადღების ცენტრში: „თუ უკრაინაში რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა გარდუვალია, მაშინ მას დიდი ალბათობით, სამხრეთ კავკასია და საქართველო ჩაანაცვლებს.“

ფრაგმენტები ინტერვიუდან:

როგორ შეიძლება უკრაინასთან ომში დამარცხების შემდეგ საქართველო ვლადიმერ პუტინის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს?

ამჟამად, ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს უზარმაზარ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება. ავტორიტარული, რეპრესიული სახელმწიფო ხშირად ცდილობს საშინაო პოლიტიკური პრობლემების შენიღბვასა და დამალვას ფსევდოსაგარეო პოლიტიკური წარმატებებით.

წარუმატებელი მოდერნიზაცია, წარუმატებელი სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური პროცესის დამუხრუჭებაეს ყველაფერი რუსული საზოგადოების შიგნით აგრესიულკონფრონტაციულ განწყობას აღვივებს და ქმნის ნოყიერ ნიადაგს აგრესიული საერთაშორისო პოლიტიკის წარმოებისათვის. საზოგადოება ზოგადად, გარე სამყაროსაც მტრულად აღიქვამს. ამდენად, საქართველოს მიმართ აგრესია პუტინისთვის თავის გამართლებისა და განცდილი მარცხისათვის კომპენსაციის საშუალება იქნება.

„…რუსეთის პრეზიდენტისათვის ომები ძალაუფლების შენარჩუნების და განმტკიცების  მნიშვნელოვანი საშუალებაა. პუტინის მმართველობის დასაწყისიდანვე შეიძლებოდა დაკვირვება, რომ როდესაც შიდა პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა და მისი რეიტინგი დაბალი იყო, იწყებდა ომებს ძალაუფლების ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად. პუტინისთვის ომები არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის, ან საკუთარი წარუმატებლობის ნიშანი. ეს უფრო ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებაა. ამის მაგალითია რუსეთის შეჭრა საქართველოს ორ ჩრდილოეთ პროვინციაშიაფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პუტინის პოპულარობა არასოდეს ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე 2008 წელსრუსეთსაქართველოს ომისა და 2014 წელსყირიმის ანექსიის შემდეგ.

ესე იგი, შეიძლება ითქვას, რომ პუტინისთვის ომები ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაფართოების საშუალებაა?

თუ შევხედავთ რუსეთსაქართველოს ომს რეტროსპექტივაში, 2008 წლის 7-დან 12 აგვისტომდე ათასობით რუსი სამხედრო იბრძოდა  საერთაშორისოდ არაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებისთვის. საქართველოზე თავდასხმა ფაქტობრივად, სეპარატისტული რეგიონების აღიარებით დასრულდა. 2008 წლის ომის დღეებში, რუსი ჯარისკაცები საქართველოს დედაქალაქს 30 კილომეტრამდე მიუახლოვდნენ, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 15 ქართული ქალაქი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. რაც პუტინის ხელისუფლებამ რუსეთში ძალაუფლების განმტკიცებისა და საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გამოიყენა.

წარსულისა და ომის ტრავმები შესაძლოა ისევ განახლდეს. უკრაინაში ომის შემდეგ საქართველოს რუსეთიდან გამოქცეული ბევრი ადამიანი მიაწყდა. ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას ან ბინებს ქირაობენ, რამაც საცხოვრებლისა და კომერციული ფართების ფასები გაზარდა

ცხადია, რუსეთის მოქალაქეების ქაოსურმა შემოდინებამ საქართველოში, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. მითუმეტეს, როცა ისინი უშუალოდ ოკუპაციასა და წარსულ ომებთან ასოცირდებიან.

საქართველოში ბევრი ასევე შეშფოთებულია, რომ კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი იმიგრანტები  გარკვეულ დიასპორას შეიქმნიან. ეს კი მოსკოვს კიდევ ერთ მიზეზს მისცემს საქართველოში სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად; თუკი რუსული ჯარის მობილიზება შესაძლებელი იქნება.

თანაც საქართველოს გრძელი საზღვარი აქვს რუსეთის ფედერაციასთან. 

ისტორიულად სწორედ ამ სიხლოვემ, ამ საზღვარმა განაპირობაა 1921 წლის სწრაფი ოკუპაცია. ასევე, 1993 წელს რუსული არმიის საომარი მოქმედებები აფხაზეთში. 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომმა აჩვენა, რომ რუსეთის ჯარს რამდენიმე დღეში შეუძლია დედაქალაქ თბილისამდე მისვლა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტის ოკუპაცია სინამდვილეში არაპოლიტიკური აქტიააფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის, არამედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანის თანმიმდევრული შესრულება: 1. ნატოს საზღვართან (თურქეთი ნატოს წევრი ერთდაერთი ქვეყანაა, რომელიც სამხრეთ კავკასიას ესაზღვრება) რაც შეიძლება ახლოს რუსი სამხედროების განლაგება და 2. საქართველოსთვის მუდმივად პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რათა უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. 

რუსეთის გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, კვლავ რჩება თუ არა საქართველოს მიზნად ევროპასთან და ნატოსთან დაახლოება?

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, თუმცა ეს რეგიონები თბილისის კონტროლის მიღმაა. რაც დღემდე დიდ პრობლემას უქმნის საქართველოს ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციას. ხელისუფლების კურსის გამო, ბოლო დროს გართულებულია მისი ურთიერთობები საერთაშორისო არენაზე.

აქ უნდა გავიხსენოთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Süddeutsche Zeitung-თან, 2022 წლის მაისის დასაწყისში. ის აღნიშნავსრუსეთის აგრესის ყველას ეშინია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სავარაუდო სცენარია“.

ამ ოპტიმიზმის მიუხედავად, არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრას. უკრაინასთან ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ რუსულირბილი ძალისაშკარა კვალს და მიზნებს საქართველოში, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს საქართველოსთან ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კურსის წარმატებაში.