განახლებული პაკეტები SABA Reader-ისგან

ფასიანი განთავსება

“Საბა” მომხმარებლებს თავისი აპლიკაციის SABA Reader-ის განახლებულ ვერსიას სთავაზობს.

Აპლიკაციით სარგებლობა მომხმარებლებმა 2019 წელს დაიწყეს. Მას შემდეგ, აპლიკაციას ათასობით ახალი წიგნი და მკითხველი შეუერთდა.

Გასული 4 წლის განმავლობაში “საბა” მკითხველებს სამი პაკეტის სამ სხვადასხვა ვადას სთავაზობდა. Ამ პაკეტების ნაწილი კი მკითხველს მხოლოდ ელექტრონულ წინებზე აძლევდა წვდომას. Მათ არ ჰქონდათ საშუალება, ესარგებლათ ხმოვანი წიგნების ასორტიმენტით.

Დროსთან ერთად გაიზარდა აპლიკაციის კონტენტი, განსაკუთრებით, იმატა ხმოვანი წიგნებით დაინტერესებამ.

Დღესდღეობით “საბას” აპლიკაცია 1000-მდე ხმოვან წიგნს აერთიანებს.
2023 წელს აპლიკაციას ასევე დაემატა ხელოვნური ინტელექტით გახმოვანებული წიგნებიც, რომელიც, ინოვაციური პროდუქტია და მკითხველთა გამოხმაურების პარალელურად ეტაპობრივად იხვეწება.

“Საბას” მარკეტინგის მენეჯერის, ნატა ჟვანიას თქმით, დროის გასვლასთან ერთად გამოიკვეთა მკითხველებისთვის უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ასპექტები. Მათ შორისაა ხმოვანი წიგნები, ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

“დღესდღეობით ადამიანების ასეთი დატვირთული სამუშაო რეჟიმიდან და ზოგადად, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ამ ასორტიმენტზე ძალიან მაღალი იყო მოთხოვნა”, – ამბობს ნატა.

Ხმოვან წიგნებში მომხმარებელი შეხვდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების ბესტსელერებს, რომელთა უმრავლესობა ქართულ ენაზეა, თუმცა, შევხვდებით ინგლისურენოვან წიგნებსაც.

აპლიკაციაში ხმოვანი წიგნების წილი მნიშვნელოვნად გაზრდილია და ისინი ახალ პაკეტებსაც დაემატა.

“აპლიკაციაში მომხმარებლების ქცევის მიხედვით გადავწყვიტეთ, რომ პაკეტები შინაარსობრივად განგვეახლებინა და შეგვემცირებინა მათი რაოდენობაც”, – ამბობს ნატა ჟვანია.

Მომხმარებლებს “საბას” აპლიკაციაში ორი პაკეტის ორი ვადა – მთლიანობაში, 4 პაკეტი დახვდებათ.

“კლასიკი”, რომელიც ყველაზე პატარა პაკეტს წარმოადგენს, მოიცავს ხმოვან წიგნებზე წვდომასაც.

“ნებისმიერ ჩვენს მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ წაიკითხოს ელექტრონული წიგნები და, ასევე, მოისმინოს ხმოვანი წიგნი, შესაბამისად, ჰქონდეს მთლიან ასორტიმენტზე წვდომა, რაც არის 7000-ზე მეტი წიგნს მოიცავს”, – განმარტავს ნატა ჟვანია.

Მთლიანობაში, “კლასიკი” თავის თავში აერთიანებს:
• 14 დღიანი საცდელი ვერსიას;
• Წვდომას ყველა ელექტრონულ წიგნზე;
• Წვდომას ყველა ხმოვან წიგნზე;
• Ერთდროულად 2 წიგნს;
• Ჯამური კითხვის დროს;
• Გადაბმულად კითხვის დღეებს.
Პაკეტის ღირებულება 6.99 ლარია.

Ასევე, “საბა” გვთავაზობს პრემიუმ პაკეტს, ის თავის თავში 4 წიგნზე და პრემიუმ ფუნქციებზე წვდომას მოიცავს, როგორიცაა სწრაფი კითხვის ფუნქცია და კომენტარების სინქრონიზაცია. Ეს  უკანასკნელი აპლიკაციის მომხმარებლების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია იყო.

“Ჩვენ გამოწერის სერვისი გვაქვს, იღებ წიგნს, კითხულობ, შემდეგ აბრუნებ და სხვა წიგნს იღებ. Ხშირად ადამიანები, რომლებიც კომენტარებს და ჩანიშვნებს აკეთებენ წიგნში, დაბრუნების შემდეგ მათ კარგავენ და ამაზე გული სწყდებოდათ. Შესაბამისად, კომენტარების სინქრონიზაციის ფუნქცია დავამატეთ პრემიუმ პაკეტს”, – ამბობს ნატა.

Მთლიანობაში “პრემიუმ” პაკეტი თავის თავში აერთიანებს:
• 14 დღიანი საცდელი ვერსიას;
• Წვდომას ყველა ელექტრონულ წიგნზე;
• Წვდომას ყველა ხმოვან წიგნზე;
• Ერთდროულად 4 წიგნს;
• Ჯამური კითხვის დროს;
• Გადბმულად კითხვის დღეებს;
• Სწრაფი კითხვის ფუნქციას;
• Კომენტარების სინქრონიზაციის ფუნქციას.
Პაკეტის ღირებულება 12.99 ლარია.

“Ჯამური კითხვის დრისა” და “გადაბმული კითხვის დღეების”  ფუნქციები, რომლებსაც ორივე პაკეტში ვხვდებით, დაეხმარება მკითხველს თვალი ადევნოს პირად სტატისტიკას და შეეცადოს, კითხვა მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.

Რაც შეეხება პაკეტების ღირებულებას,  ფასები არ განახლებულა, თუმცა გადანაწილდა განახლებული პაკეტების მიხედვით.

Პაკეტები 1 თვის ან 1 წლის ვადით შეგიძლიათ შეიძინოთ. 1 წლით პაკეტის შეძენისას კი აპლიკაცია ავტომატურად გაგიკეთებთ -25%-იან ფასდაკლებას.

განახლებული პაკეტებით სარგებლობას ნებისმიერი მკითხველი შეძლებს. SABA Reader-ის ამჟამინდელ გამომწერებს პაკეტები გაუუმჯობესდებათ წინა პაკეტების ღირებულებით, ისინი ახალი ფასებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ სარგებლობას, როცა მათ მოქმედ პაკეტებს ვადა ამოეწურება.

Ნატა ჟვანიას თქმით, “საბა” განახლებებისგან არსებული მომხმარებლებისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნას და ახალი მკითხველებისთვის უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას ელის.