კარების მაღაზია ბათუმში - “გაბილდის” პროდუქტები

ფასიანი განთავსება

თანამედროვე რეალობა სავსეა მრავალი გამოწვევითა და გაურკვევლობით. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის სტაბილურ და სანდო თავშესაფრად ქცევა. ნებისმიერი სივრცის უსაფრთხოება კი კარით იწყება. 

კომპანია “გაბილდი” ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ორიენტირებულია მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა კარისა და ფურნიტურის შეთავაზებაზე. კარის შერჩევა შესაძლებელია ბათუმისა და თბილისის შოურუმებში. 

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი ბოლო 20 წლის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდება. შენდება როგორც საცხოვრებელი კორპუსები, ისე კომერციული და გასართობი სივრცეები. 

მშენებლობების აქტიური წარმოება მნიშვნელოვნად ზრდის კარებზე მოთხოვნასაც. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად გახსნა “გაბილდმა” ფილიალი ბათუმში. თუ გსურთ სახლის კარები მარტივად შეიძინოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ “გაბილდის” ბათუმის შოურუმს. 

“გაბილდში” შემდეგი ტიპის კარები შეგხვდებათ:

შპონის კარი – შპონის კარები ხის ფირფიტებისგან მზადდება. ის მარტივად გამოსაყენებელი, ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც საინტერესო ვიზუალითაც გამოირჩევა. 

რკინის შემოსასვლელი კარი – “გაბილდის” კარების მაღაზია ბათუმში მრავალი ცნობილი ბრენდის რკინის კარი დაგხვდებათ, მათ შორის: Torex-ის, Dimak-ისა და Porte Vista-ს პროდუქტებს. 

ეკო შპონის კარები – ხელოვნური მასალებისგან დამზადებული კარი, რომელსაც სტანდარტული შპონის ყველა მახასიათებელი გააჩნია. ის არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს და მარტივად ეხამება სხვადასხვა ტიპის ინტერიერის დიზაინს. 

მასიური ხე – ასეთი ტიპის კარები იმ ადამიანებისთვისაა საუკეთესო, რომლებსაც სურთ სახლს ვინტაჟური იერსახე შეუნარჩუნონ. მასიური ხის კარი იდეალურია ხმის იზოლაციისთვისაც. 

მდფ – გადამუშავებული ხის ბოჭკოსგან დამზადებული მასალა, რომელიც ბაზარზე დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ პროდუქტად ითვლება. ის გადასაადგილებლად მსუბუქი და გამოსაყენებლად მარტივია. 

ჭკვიანი კარები – “გაბილდის” კატალოგში შეხვდებით ჭკვიანი ტექნოლოგიით აღჭურვილ კარსაც, რომლის გაღებაც რამდენიმე ტიპის ამომცნობი სისტემითაა შესაძლებელი – საბარათე სისტემით, გასაღებით, პინკოდითა და თითის ანაბეჭდით. მისი შეძენა საკუთარი შემოსასვლელი კარის მაქსიმალურ გაძლიერებაში დაგეხმარებათ . ჭკვიანი კარის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ “გაბილდის” კარების მაღაზია ბათუმში.

შეღებილი კარი – შეღებილი კარების შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ კარი მაქსიმალურად შეუხამონ ინტერიერის დიზაინს. “გაბილდში” ე.წ. დამალული კარის შეძენაცაა შესაძლებელი. ის არ დაარღვევს თქვენი ოთახის მთლიანობას და საშუალებას მოგცემთ თქვენს სივრცეს სასურველი ვიზუალი მისცეთ.

ცეცხლგამძლე კარი – საუკეთესოა საჯარო სივრცეებში დასაყენებლად. ის 90 წუთის განმავლობაში აკავებს ხანძარს და უზრუნველყოფს ადამიანების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. 

კარები იაფად ბათუმში, ა.პუშკინის #37-შია შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია სასურველი კარის ზომები ზუსტად იცოდეთ. ამისთვის “გაბილდი” კარის აზომვის უფასო სერვისს გთავაზობთ. 

ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი მითითებულ მისამართზე მოვა და თქვენს ჭრილს სრული სიზუსტით აზომავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტს ან მოიძიეთ “გაბილდის” კარების მაღაზია ბათუმში.