კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (10/07/26 - 18/07/26)

პუბლიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალს დაესწრო

მაკა ბოჭორიშვილი აშშის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალს დაესწრო, რომელიცპოლიტიკური ტერორიზმის ხელახალ გააქტიურებას ეხებოდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით სუვერენულ სახელმწიფოებზე „პოლიტიკურ ზეწოლასა და კოორდინირებულ კამპანიებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში კონსტიტუციური ორგანოების, მათ შორის, სასამართლო და საარჩევნო სისტემებისდისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომრადიკალური ჯგუფები ხშირად დემოკრატიის სახელით მოქმედებენ.

პოლიციაში სავარაუდო ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ალან ყაყიტაშვილის მეგობრის ინტერვიუპუბლიკასთან

2025 წლის ივნისში პოლიციის შენობიდან კლინიკაში გადაყვანილი 38 წლის ალან ყაყიტაშვილის გარდაცვალების საქმეზე პუბლიკასთანსაუბრობს გარდაცვლილის მეგობარი ირაკლი ტატუნაშვილი.

ტატუნაშვილის მონათხრობით, რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ის და ალან ყაყიტაშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათზე ფიზიკურად იძალადეს. მას მკაფიოდ ესმოდა მეგობრის ტკივილისგან გამოწვეული ყვირილი, რომელიც მოულოდნელად შეწყდა, რის შემდეგაც შენობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 2025 წლის 7 ივნისს პოლიციის შენობაში თავისი ფეხით შესული ყაყიტაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის თქმით, პოლიცია ჩვენებების მიღებისას ცდილობდა, ეთქვათ, თითქოს გარდაცვლილმა პოლიციის განყოფილებაში მიყენებული დაზიანებები, რესტორანში მომხდარი ჩხუბის დროს მიიღო.

ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურასოციალური სამართლიანობის ცენტრისდირექტორი თამთა მიქელაძე. იგი მიიჩნევს, რომ ტატუნაშვილის მიერ საჯაროდ გახმაურებული ინფორმაცია საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქმე ხელახლა გაიხსნას და პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიება დაიწყოს.

ნახეთ ინტერვიუ ვრცლად

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული ლაშა ფურცხვანიძე თავისუფალია

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდებული,გრინსერვის +-ისდირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან პირობით ვადაზე ადრე (უდოს კომისიის გადაწყვეტილებით) გათავისუფლდა. ინფორმაცია ტელეკომპანიაპირველსთავად ფურცხვანიძემ დაუდასტურა. უხარისხო სამუშაოების შესრულების, გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით ფურცხვანიძეს 2023 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შსს მაღალჩინოსანმა, რომელსაც ცოლზე ძალადობის საქმის გამო ელექტრონული სამაჯური შეაბეს, თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პროკურატურამ მისი ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა.

სოფიო სიგუა ქმარს ფიზიკურ ძალადობაში, მათ შორის, ორსულობისას ცემასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს. სიუჟეტში იგი ჰყვება, რომ ქმარი მას იარაღის შუბლზე დადებით, „მე-12 სართულიდან გადაგდებითდაკასრში ჩასმითა და დამარხვითემუქრებოდა. სოფიოს ინტერესებს ორგანიზაციასაფარიიცავს.

ტელეკომპანიაპირველისეთერში გასული ბრალდებების შემდეგ სოსო სიგუა 9 ივლისს მაინც დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

„რიყის დოქების“ დემონტაჟი კულტურულად უკან გადადგმული ნაბიჯია Studia Fuksas

„რიყის დოქების“ ავტორი შენობის დემონტაჟს „კულტურულად უკან გადადგმულ ნაბიჯს“ უწოდებს. იტალიური არქიტექტურული ჯგუფი – Studia Fuksas „რიყის დოქების“ დაგეგმილ დემონტაჟს ეხმაურება და მას „კულტურულად უკან გადადგმულ დიდ ნაბიჯად და გამოუსწორებელ შეცდომადაფასებს.

არქიტექტორთა ჯგუფის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მათ შეთავაზებებს, შენობის შენარჩუნებისა და ახალი ფუნქციის მოძებნაზე, უპასუხოდ ტოვებდა. სტუდია ხაზს უსვამს, რომ საჯარო სახსრებით აშენებული ობიექტის დანგრევა დამატებით ხარჯს მოითხოვს, როცა თბილისს მისი ინოვაციურ სიმბოლოდ ქცევის შესაძლებლობა აქვს.

2012 წელს აშენებული და უფუნქციოდ დარჩენილირიყის დოქებისდანგრევის ნებართვა თბილისის მერიამ უკვე გასცა.

სტიქია თელავში

12 ივლისს, გამთენიისას, უხვმა ნალექმა თელავის ხევის კალაპოტის გარღვევა და ადიდება გამოიწვია. წყალდიდობის გამო კავკასიონისა და ალაზნის გამზირების ნაწილი მთლიანად დაიტბორა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სტიქიამ ქალაქს სერიოზული მატერიალური ზიანი მიაყენა.

აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს

აქტივისტ ისაკო დევიძეს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც, მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვინაიდან დევიძე 2026 წლის 17 იანვრიდან იმყოფება პატიმრობაში, მას საპატიმროში კიდევ 6 თვის გატარება მოუწევს.

დევიძეს ბრალად ედებოდა მოსამართლის შეურაცხყოფა (სსკის 366-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი განმეორებითი დაუმორჩილებლობა (სსკის 353³ მუხლი):

2025 წლის 22 დეკემბერს, საკუთარი ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, დევიძემ პროტესტის ნიშნად მოსამართლე ზვიად ცეკვავას სამუშაო კომპიუტერს ხელი ჰკრა. ამის გამო მას მაშინვე 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების ქურდობით დაკავებულს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ბიზნესმენ ლევან გამრეკელს, პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. იგი 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო მილსადენების ქურდობის ბრალდებით 2025 წლის ნოემბრიდან პატიმრობაში იმყოფებოდა.

ქუთაისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, ნანგრევებში 2 მუშა მოჰყვა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ქუთაისიპოსტისინფორმაციით, საცხოვრებელ კომპლექსს სამშენებლო კომპანიამაუდი რეზიდენსიაშენებს.

TI 379-მა თანამდებობის პირმა საჩუქრად 24 მილიონი ლარის ქონება და ფული მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომთანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრები შეისწავლა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა ჯამში 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო. დეკლარირებული საჩუქრების უდიდესი ნაწილი უძრავ ქონებასა და ფულად სახსრებზე მოდის. კერძოდ, თანამდებობის პირებმა 12 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 11 მილიონი ლარის მოცულობის ფულადი საჩუქარი მიიღეს.

ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა

დიდი დიღმიდან მეტროსადგურდიდუბემდეტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერში თურქულმა კონსორციუმმა EYE-მ გაიმარჯვა. კახა კალაძის განცხადებით, გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტის დასრულება 4 წელიწადში იგეგმება. დონორი აზიის განვითარების ბანკია.

რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაუქმდა

პუერტო რიკოელი არტისტის, რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც საქართველოში 16 ივლისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. კონცერტის გაუქმების შესახებ მოქალაქეებმა შეტყობინება Biletebi.ge-სგან მიიღეს. ვებგვერდზე აღარ იძებნება ღონისძიების ბმულიც.

უცხოეთი

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას მე-6 კლასტერი გაუხსნა

14 ივლისს ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვას გაწევრების ე.. საგარეო ურთიერთობების მე-6 კლასტერი გაუხსნა. ეს მიმართულება საგარეო კავშირების გარდა, კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან თავსებადობასაც მოიცავს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ამ დღესსუპერსამშაბათიუწოდა. მისი შეფასებით, უკრაინის პოზიციები ამ სფეროში ძალიან ძლიერია და კონტინენტის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურა მის გარეშე წარმოუდგენელია.

14 ივლისს ბრიუსელში გამართულ გაფართოების კონფერენციებზე ევროკავშირმა ალბანეთსა და მონტენეგროსთან მოლაპარაკებების კონკრეტული თავები დახურა.

სამთავრობო ცვლილებები უკრაინაში

12 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლებოდა. 14 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრ იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას, რის შემდეგაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით გადადგა. ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერის თანამდებობაზე სახელმწიფო კომპანიანაფტოგაზისხელმძღვანელის, სერჰი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. გუშინ, 16 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრად სერჰი კორეცკის დანიშვნას.

უკრაინის ახალმა პრემიერმინისტრმა, სერჰი კორეცკიმ, 16 ივლისს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას სამთავრობო გუნდის უმთავრესი პრიორიტეტები წარადგინა. კორეცკის განცხადებით, კაბინეტის მუშაობა მიმართული იქნება თავდაცვის ძალების სრულ უზრუნველყოფაზე, სამხედროსამრეწველო კომპლექსის პოტენციალის გაზრდასა და ფრონტისპირა რეგიონებში მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერაზე.

უკრაინაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებების ფოკუსში თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი მოექცა. 35 წლის ფედოროვმა, რომელიც უწყებას 2026 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, 15 ივლისს სოციალურ ქსელში დაადასტურა თანამდებობიდან წასვლა და თავისი მუშაობა შეაჯამა.

უკრაინსკა პრავდასინფორმაციით, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურისფრაქციის სხდომაზე პრეზიდენტ ზელენსკის ფედოროვის ჩანაცვლების შესახებ საუბარი გაუჭირდა და ჩანდა, რომ გადაწყვეტილება მარტივად მისაღები არ იყო. ზელენსკიმ ცვლილება ორი ძირითადი მიზეზით ახსნა: 1. ფედოროვსა და არმიის მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის შორის მუდმივი კონფლიქტი – ფედოროვი ტექნოლოგიურ თავდაცვაზე აკეთებდა აქცენტს, სირსკი კი სხვა მიმართულებების დაუფინანსებლობას უჩიოდა. 2. ზელენსკის თქმით, ფედოროვმა ვერ გაატარა დაპირებული მობილიზაციის რეფორმა. ის იმედოვნებს, რომ ამას მის მიერ წარდგენილი შს მინისტრი იჰორ კლიმენკო შეძლებს და ამ მიმართულებით წესრიგს დაამყარებს.

ფედოროვის გადაყენებამ ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია. მის მხარდასაჭერად კიევში აქციაც კი გაიმართა. უკრაინელებისთვის ის რეფორმატორი მინისტრი იყო, რომელიც მკაცრად ბლოკავდა გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის მცდელობებს, მიეღოთ მომგებიანი თავდაცვითი კონტრაქტები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა პოლკოვნიკი პავლო ელიზაროვი. მან მიზეზად დაასახელა მიხაილო ფედოროვის გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან.

იერიშები უკრაინასა და რუსეთში

გასულ კვირას რუსეთმა მასშტაბური თავდასხმები მოაწყო უკრაინის ქალაქებზე, განსაკუთრებით, სუმზე, ოდესასა და კიევზე. თავდასხმებმა სამრეწველო საწარმოებისა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია, მშვიდობიან მოსახლეობაში არის მსხვერპლი და დაშავებულები. გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით რუსეთის თავდასხმებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 67 დაშავდა.

საპასუხოდ, უკრაინამ დრონებით იერიშები მიიტანა რუსეთის სტავროპოლის, კრასნოდარისა და სარატოვის ოლქების ნავთობცავებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) განცხადებით, 16 ივლისს, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა შავ ზღვაში რუსეთისჩრდილოვანი ფლოტისორ ტანკერს დაარტყეს.

რუსული მედიასაშუალებებისა და ტელეგრამარხების ცნობით, 16 ივლისს, ღამით, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სარატოვის ოლქში მდებარეენგელს-2-ის სამხედრო ავიაბაზაზე მიიტანეს იერიში.

შეთანხმება საფრანგეთთან და ევროპელი ლიდერების ვიზიტი კიევში

14 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა პარიზში ხელი მოაწერეს შეთანხმებას. უკრაინა საფრანგეთისგან „Rafale“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსა და საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს შეიძენს. გარდა ამისა, უკრაინაში ფრანგული რაკეტებისა და საბრძოლო მასალის ლიცენზირებული წარმოება დაიწყება. მეორე დღეს, 15 ივლისს, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეს, კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ.

ლიეტუვის პრეზიდენტირუსეთი ბალტიის რეგიონში თავდასხმებს გეგმავს

ლიეტუვის სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ბალტიის რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმებს გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, პრევენციის მიზნით, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ობიექტებზე უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება.

საინფორმაციო სააგენტო BNS-თან ინტერვიუში ნაუსედამ განმარტა, რომ ამ ეტაპზე სადაზვერვო მონაცემები არ შეიცავს ზუსტ ცნობებს იმის შესახებ, თუ როდის ან სად იგეგმება აღნიშნული იერიშები. პრეზიდენტს ასევე არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა თავდასხმის უშუალო სამიზნე თავად ლიეტუვა.

აშშის დარტყმები ირანზე და თეირანის პასუხი

აშშის შეიარაღებული ძალები გასულ დღეებში ბომბავდნენ ირანის ტერიტორიას, ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.

ირანული მედიის ინფორმაციით, საპორტო ქალაქ ბენდარაბასში დაზიანებულია ხიდები, რკინიგზა და ელექტროგადამცემი ხაზები, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები.

საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა დრონებითა და რაკეტებით. დღეს ცნობილი გახდა, რომ თეირანმა ქუვეითში მდებარე ელექტროსადგურსა და წყლის ქარხანაზე განახორციელა იერიში.

აშშსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების ხელახალმა ესკალაციამ თითქმის სრულად შეაჩერა გემების მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტია, რამაც გლობალურად ენერგორესურსების ფასების ზრდა გამოიწვია.