კვირის დაიჯესტი - ამბები მოკლედ (05/09/26 - 12/09/26)

პუბლიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძესამშობლოს ღალატის, ანუ საბოტაჟისმუხლით დააკავეს

11 სექტემბერს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 307¹ (სამშობლოს ღალატი) და 318- (საბოტაჟი) მუხლებით წარუდგინა, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, უწყება ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გამოძიების დაწყებისა და დაკავების საფუძველი გახდა ივლისში, გადაცემასაქართველოს დაბადებაშიბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება აფხაზეთის ომის შესახებ. პროკურატურის მტკიცებით, პოლიტიკოსმა ქართულ შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასა და ტყვეთა დახვრეტაში დასდო ბრალი. უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული გამოძიებით ტყვეთა დახვრეტის ფაქტები უტყუარად გამოირიცხა, ხოლო ბარამიძისგამოგონილი ინფორმაციამიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და დეოკუპაციის პოლიტიკის დაზიანებას.

თავად გიორგი ბარამიძემ მოგვიანებით განმარტა, რომ მისი სიტყვები ომის პირველ კვირებში მტრისადმი დაუნდობლობას ეხებოდა და ეს არც ქართული სახელმწიფოს და არც ჯარის ბრალი არ ყოფილა.

ცნობისთვის, „სამშობლოს ღალატისმუხლი კანონმდებლობაშიქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 1 აპრილიდან დააბრუნა. აღნიშნული ნორმა ცალკე სასჯელს არ აწესებს, არამედ სამართლებრივ კვალიფიკაციას ანიჭებს სხვა სახელმწიფოებრივ დანაშაულებს, ამ შემთხვევაში, საბოტაჟის მუხლს.

შსს სამოქალაქო აქტივისტს რუსი პროპაგანდისტების გინების გამო ედავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო დაიწყო. უწყება მას ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლს ედავება, რაც საჯარო სივრცეში ლანძღვაგინებას გულისხმობს. თორნიკე რაზმაძე საკუთარი ვიდეოს ქვეშ კომენტარების ველში პროპაგანდისტების მისამართით წერდა: „ამათი დედას შევე*ნა კალენიახ“.

პროსამთავრობო მედიამ ინფორმაცია ისე გაავრცელა, თითქოს საქმე ოცნების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ეხებოდა, თუმცა ოქმის მიხედვით, დავა მხოლოდ რუსი პროპაგანდისტების გინების ფაქტზე მიმდინარეობს.

მოსამართლე ხუჭუამ facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება მოქალაქის წინააღმდეგ, რომელსაც შსსს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო Facebook-კომენტარის გამო წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედავებოდა. სასამართლოს განმარტებით, საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ პროფილს ან სადავო კომენტარს კონკრეტული მოქალაქე ფლობდა, რომელიც 2025 წლის აპრილიდან საერთოდ ქვეყნის გარეთ იმყოფება.

მოსამართლის შეფასებით, მხოლოდ სოციალურ ქსელში ფოტოსა და სახელის ამოცნობა საკმარისი ვერ იქნება, რადგან სხვისი მონაცემებით პროფილის შექმნა ნებისმიერს შეუძლია, მტკიცების ტვირთი კი შსსს ეკისრება. ხუჭუამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166-ე მუხლის სანქციები, რაც 20 დღემდე პატიმრობას ან 500-დან – 3 000 ლარამდე ჯარიმას გულისხობს, პრაქტიკულად უტოლდება და ხშირად აჭარბებს კიდეც სისხლის სამართლის დანაშაულებზე დაწესებულ სასჯელებს, რის გამოც შსსგონივრულ ეჭვს მიღმამტკიცებულებათა მაღალი სტანდარტის წარმოდგენა მოეთხოვება.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთო

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსულ სამთავრობო მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში ჩაერთო. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვლადიმერ პუტინმა ის 2025 წლის 9 მაისის აღლუმზე მიიწვია. ფარცხალაძემ 9 თვე დაჰყო მოხალისეთა კორპუსარბატში“, რის შემდეგაც თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ახალი საერთაშორისო დანაყოფიგეორგიევსკი“, რომლის სახელიც 1783 წლისგეორგიევსკის ტრაქტატსუკავშირდება. ინერვიუში მან განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენია

ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წელს მუშაობდა, თუმცა თანამდებობა გერმანიაში მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დატოვა. იგი მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო მეგობარია, ბერა ივანიშვილი კი მისი შვილიშვილის ნათლიაა.

2023 წლის სექტემბერში აშშმა ფარცხალაძე, როგორც ქართველირუსი ოლიგარქი, FSB-სთან მჭიდრო კავშირების გამო დასანქცირებულ პირთა სიაში შეიყვანა.

მზია ამაღლობელი პაპუაშვილს: „მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება

9 სექტემბერს პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უდანაშაულობაზემსოფლიოში აღარავინ საუბრობს“, იგიევროპელი ელჩების უსინდისობის პატიმარიადაციხეში დარჩენისთვის ევროპარლამენტისგან პრემიებს იღებს“.

ბათუმელებისადანეტგაზეთისდამფუძნებელი, დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს გამოეხმაურა. ის პაპუაშვილის გამოსვლასუსინდისობის დემონსტრირებასუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას საკუთარ უსამართლო განაჩენზეც კი არ სურს პასუხისმგებლობის აღება. „მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება ღირსების განცდაც საკმარისია“, – წერს ამაღლობელი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებას ელოდება.

თქვენც დაელოდეთ, ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, – მიმართავს იგი ქართული ოცნებისპარლამენტის თავმჯდომარეს.

პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობით მიმართა. საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ამ პროცესში დახმარების ფაქტს, იმავე ეპიზოდს, რომელზეც ბრალი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც წარედგინა.

შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 3 წელს საპატიმროში მოიხდის, 2 წელი კი პირობითად ჩაეთვლება და 1 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრება. მხეიძეს კი 4 წლისა და 2 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრება, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს საპატიმროში გაატარებს და 100 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრება.

პროკურატურის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმება ბურჭულაძის მიერ ექსპრემიერის წინააღმდეგ მიცემული ცრუ ჩვენების სანაცვლოდ შედგა. ადვოკატის შეფასებით, ბრალის დამძიმების მიუხედავად სასჯელის შემცირება ადასტურებს, რომ ბრალდებულები პროკურატურასმძევლად ჰყავდადა მათი ერთადერთი მოთხოვნა ღარიბაშვილისთვისხელის დადებაიყო. სწორედ ბურჭულაძის ბოლო ჩვენების საფუძველზე წარედგინა ექსპრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 წელი და 3 თვე. საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლიდან ჯგუფური ძალადობის მუხლზე გადაკვალიფიცირდა.

მსჯავრდებულ მერაბ სარალიძის ინტერესების დამცველისოციალური სამართლიანობის ცენტრიგადაწყვეტილებას უსამართლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ სასამართლო პროტესტის დასჯის ინსტრუმენტად იქცა. ორგანიზაციის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც სარალიძის მხრიდან ძალადობის ორგანიზებას დაადასტურებდა, ხოლო თავად ინციდენტიჯორჯიან მანგანეზისმიერ ხელფასების შეწყვეტითა და მაღაროელების შიმშილის პირას დატოვებით გამოწვეული პროტესტის ფონზე, სიტუაციის სპონტანურ ესკალაციას წარმოადგენდა.

2026 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23.2%-ით შემცირდაუმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, კლება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებას უკავშირდება. სააქციო კაპიტალის მოცულობამ 210.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 44.9% ია, ხოლო რეინვესტიციის წილი 64.1% , 300.5 მლნ აშშ დოლარია.

საინვესტიციო ნაკადების მიხედვით პირველ ადგილზე ჩინეთია, საიდანაც 219.5 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი ინვესტიციების 46.8%-ს შეადგენს. მეორე პოზიციას გაერთიანებული სამეფო იკავებს 123.5 მლნ აშშ დოლარით26.3%, ხოლო მესამე ადგილზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია, საიდანაც საქართველოში 47.7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც უცხოური ინვესტიციების 10.2% –ია.

უცხოეთი

რუსეთუკრაინის ომის კვირის ამბები

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 161 დრონი და S-8000 „ბანდეროლისტიპის რაკეტა გაუშვა. კიევში დრონების თავდასხმას ორი სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 8 ადამიანი, განადგურდა ორი ავტოგასამართი სადგური და დაზიანდა 17 ობიექტი.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე: სარატოვში დრონებიროსნეფტისნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის ლოjისტიკურ ცენტრი დაბომბეს, რამაც ხანძარი და საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია, ხოლო ვოლგოგრადშიფლამინგოსტიპის რაკეტებით აშშის მიერ დასანქცირებული ქიმიური საწარმო დაბომბეს.

ამ იერიშებს წინ 10 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმები უძღოდა. უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს დაღესტანში, კასპიის ზღვაზე მდებარე მახაჩყალის საზღვაო სავაჭრო პორტის რაიონზე. რუსულმა ძალებმა კი საპასუხოდ ქალაქ პავლოგრადის ცენტრში მდებარე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრს დაარტყეს, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

9 სექტემბერს შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად, დრონით თავდასხმა განხორციელდა უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე, რასაც ეკიპაჟის წევრი აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაიჭრა. აზერბაიჯანს არ უთქვამს, რომელი ქვეყნის დრო დაესხა თავს გემს. ამავე ღამეს, უკრაინათავს დაესხა სოჭს და ქალაქის პლაჟს, სადაც 8 ადამიანი დაშავდა და ქალაქში პანიკა შეიქმნა, უკრაინის შეტევის ერთერთ სამიზნეს სოჭის პორტი წარმოადგენდა.

ევროკავშირმა უკრაინას ამერიკული Patriot-ის სისტემების შესაძენად სპეციალური გამონაკლისი დაუშვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ სპეციალურ საგამონაკლისო წესზე, რომელიც უკრაინას ევროპული ფინანსური რესურსით აშშში წარმოებული Patriot-ის PAC-3 ინტერცეპტორების შეძენის უფლებას აძლევს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

Patriot-ის სისტემა უკრაინას განსაკუთრებით რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად სჭირდება. კიევი აშშ-ისგან Patriot-ის დამატებით სისტემებსა და უკრაინაში მათი წარმოების ლიცენზიის გაცემას დიდი ხანია ითხოვს. ზაფხულის განმავლობაში, მშვიდობიან მოსახლეობაში გაზრდილი მსხვერპლის ფონზე, ზელენსკი აცხადებდა, რომ Patriot-ის სისტემები ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა.

სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები მოსკოვსა და კიევშიზელენსკი ტრამპს შეხვდება

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართეს მოსკოვსა და კიევში. 8 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორივე დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებები ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციების გამყარებას ადასტურებს. მან მადლობა გადაუხადა ვაშინგტონს და განაცხადა, რომ 20 სექტემბრიდან დონალდ ტრამპთან პირად შეხვედრას ელოდება, სადაც ანტიბალისტიკური თავდაცვის პაკეტების მიწოდებას განიხილავს.

კიევში გამართულ შეხვედრებს, სადაც დიპლომატები უსაფრთხოების რისკების გამო მატარებლით ჩავიდნენ, ამერიკულ მხარესთან ერთად საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კიევამდე, 5 სექტემბერს, ამერიკელი წარმომადგენლები კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. სამ საათზე მეტხანს გაგრძელებულ აუდიენციაზე ომის დასრულების გზები და ეკონომიკური პროექტები განიხილეს. კრემლში შეხვედრასნდობით აღსავსეუწოდეს და აღნიშნეს, რომ ამერიკულმა მხარემ მოსკოვის პოზიციის გათვალისწინების პირობა დადო.

სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

სერბეთის პრორუსმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა. ქვეყანაში მორიგი არჩევნები 2027 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა, რომელიც ქვეყანას უკვე 12 წელია მართავს ვადამდელი კენჭისყრა პოლიტიკური ვექტორის მკაფიოდ განსასაზღვრად მიიჩნია საჭიროდ.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას წინ უძღოდა თითქმის ორწლიანი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში ნოვისადის რკინიგზის სადგურზე 16 ადამიანის დაღუპვას მოჰყვა. სტუდენტური გამოსვლებით დაწყებული მოძრაობა პრორუსული ხელისუფლების კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, მედიის შეზღუდვისა და ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ფართო საპროტესტო ტალღაში გადაიზარდა.

დასავლური მედია წერს, რომ ვუჩიჩი ვადამდელი არჩევნებით სწორედ ამ მზარდი საპროტესტო მუხტის ფონზე საკუთარი პოზიციების გაძლიერებასა და ხელისუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს.

გერმანიაში ულტრამემარჯვენე AfD- რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობა ვერ მოიპოვა

გერმანიის აღმოსავლეთით მდებარე საქსონიაანჰალტის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმათა 43.8%-ით პირველი ადგილი დაიკავა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც ულტრამემარჯვენე ძალამ გერმანიის არჩევნებში გაიმარჯვა.

AfD-ის მიერ მიღებული შედეგი ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, თუმცა პარტიას ცალკეული უმრავლესობა არ მოუპოვებია და რეგიონული მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიცია დასჭირდება.

საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახა ანტისაიმიგრაციო პოლიტიკით ცნობილმა ულტრამემარცხენე BSW- (5.3%, 5 მანდატი).

არჩევნებში უარყოფოთი შედეგი აჩვენა კანცლერ ფრიდრიხ მერცის მემარჯვენეცენტრისტულმაქრისტიანდემოკრატთა გაერთიანებამ“ (CDU), რომელმაც ხმათა მხოლოდ 17.2% მიიღო.

შედეგებს გერმანიის კანცლერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება პარტიის საფუძვლებს არყევს, რის გამოც მთავრობა და CDU მუშაობას ძველი ფორმატით ვერ გააგრძელებენ.