ყველა

დათო სუბელიანი

ძალიან საწყენია. ახლაც კი, როდესაც პანდემიას ვებრძვით და ცნობებს თითოეული ახალი დაინფიცირებული ადამიანის შესახებ უფსკრულთან საგრძნობ მიახლოებად განვიხილავთ, არსებობს ერთი დიდი ჯგუფი ადამიანებისა, კერძოდ ისინი, ვინც ნარკოტიკებს მოიხმარენ, და ამ მოხმარებასთან დაკავშირებული უამრავი ისეთი ქცევა, რომლებიც ინფიცირების რისკებს საგრძნობად ზრდის ან ინფიცირების შემთხვევაში კრიტიკულ ხასიათს იძენს, თუმცა, რატომღაც ამის შესახებ არავინ საუბრობს.

ჯანდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს გეგმა, რა ხდება, როცა იმატებს შემთხვევები. რას ვაკეთებთ ამ დროს? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 12 462-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 632 ადამიანი. ამ მონაცემებით იტალიას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. ირანში, სამხრეთ კორეასა და საფრანგეთში ჯამში (384) იტალიაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 5%-იანი მაჩევნებელია, რაც ბევრად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს - 3,4%-ს.

პუბლიკა

ეს არის ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის თარგმანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა - როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში. რეკომენდაციები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის:

„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

რა ტიპის გამოცდილებებს უკავშირდება პანდემიური რეჟიმი და როგორ გაუმკლავდა მსოფლიო მსგავს კრიზისებს გასულ საუკუნეში?

თუკი პაციენტს კორონავირუსზე გაუჩნდებოდა ეჭვი, მას კლინიკაში ათავსებდნენ. პირველ რიგში პაციენტს სიცხეს უზომავდნენ. შემდეგ სამედიცინო ისტორიას იკვლევდნენ, შემდგომ კი – პაციენტის მოგზაურობის ისტორიას და რამდენ პირთან ჰქონდა კონტაქტი კლინიკაში მოთავსებამდე.

ჯანდაცვის სამინისტრომ ათობით სოციალური მუშაკი კადრების სიმწირის ფონზე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ საკითხზე უწყებების პასუხები კვლავ ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავია. როგორ ასაბუთებს სამინისტრო მათ გათავისუფლებას? რა კრიტერიუმებით შეფასდა სოცმუშაკები? რას გეგმავენ გათავისუფლებულები?

ლიკა ზაკაშვილი

„მოხუცებულებს მიხედვა უნდა. ყველა მოხუცდება და ვინც ახლა თანამდებობაზეა და არ ფიქრობს, კარგი პირობები შეუქმნას მოხუცებს, თვითონაც დაბერდება და მერე გვიან იქნება ფიქრი. გადაწყვეტილებას მერე სხვა მიიღებს. სიკვდილს არ უნდა ნატრობდეს მოხუცი, არ უნდა შიოდეს და სციოდეს”

ერთ-ერთი სოციალური მუშაკი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შეუძლებელია კვირაში 4 დღე, მათ შორის შაბათ-კვირა, 5-5-საათიან კურსს დაესწრო, იმეცადინო, გამოცდები წარმატებით ჩააბარო და თან სოციალური მუშაკის საქმე ხარისხიანად შეასრულო.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჯერჯერობით რაიმე შედეგით არ დასრულებულა, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დღეში პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენას გეგმავს. ხელისუფლების განცხადებით, მათ იმედი ისევ აქვთ, რომ რამდენიმე რაუნდინი მოლაპარაკების ბოლოს ოპოზიციასთან კონსესუსი შედგება. ოპოზიცია კი მათი მოთხოვნების გათვალისწინებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკების გაგრძელებას და კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორ დაიწყო მოლაპარაკებები, რას ითხოვს ოპოზიცია და რას გვთავაზობს ხელისუფლება?

ლიკა ზაკაშვილი

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება და მატება ქალთა პოპულაციას ეხება. მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 48-ს შეადგენს.