კულტურა

დავით ბუხრიკიძე

ორგანიზატორებს აშკარა სოციალური სელექცია გამოუვიდათ და მხოლოდ „რადისონში“ დაბინავებულ სტუმრებს მიენიჭათ უპირატესობა. მით უმეტეს, რომ ღია საკონცერტო დარბაზი, რომელშიც საფესტივალო კონცერტები იმართება, სწორედ სასტუმროს შემადგენელი ნაწილია.

დავით ბუხრიკიძე

ხატია ბუნიათიშვილის ყოველი გამოჩენა საკონცერტო სცენაზე ყოველთვის  მოვლენაა. მისი შარმი, მუსიკალურობა, ტექნიკა და პუბლიკასთან ურთიერთობის გასაკუთრებულობა თუ უშუალობა, ლამის წინასწარვე განსაზღვრავს თაყვნისმცემელთა აღფრთოვანებულ დამოკიდებულებას.

ნიკოლას გელოვანი

არასოდეს წარიხოცება მისი სახელი, არ ჩაქრება მისი დიდება, არ განქარდება მარადიული შემოქმედება, რამეთუ დაუვიწყარია ამ ვირტუოზის ღვაწლი.

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებულ ნომინაციებს აუქმებს.

დავით ბუხრიკიძე

თეატრალებს ალბათ, კარგად ემახსოვრებათ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს და ფესტივალის დირექტორს, თენგიზ ხუხიას მაშინ რა პირობებში მოუხდათ ფესტივალის ჩატარება.

დავით ბუხრიკიძე

ბრწყინვალე სცენოგრაფია, ფერები და კოსტუმები, რომელსაც ვარლიკოვსკის მუდმივი თანამოაზრე და მეგობარი, მალგოჟატა შჩესნიაკი ქმნის, საშუალებას აძლევს მაყურებელს ელექტრას მითი - მკვლელობის, რისხვის, სიძულვილის, შურისძიების ფაქტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მინის ოფისების“ ფონზე გაიაზროს.

დავით ბუხრიკიძე

აგვისტოში ნაციონალური ბალეტი ბათუმს ეწვევა, თვის ბოლოს კი ვისაც ახალი პროგრამა არ უნახავს, შეუძლია ნაფეტვრების ღია სცენას ესტუმროს და თაკარა „არქეტიპებს“ მართლაც არქეტიპული განზომილება მოუძებნოს.

დავით ბუხრიკიძე

აშკარაა, დროთა განმავლობაში სტურუას თეატრალური მითებიც ისევე გაცვდა, როგორც ოდესღაც, 70-იან წლებში სანიმუშოდ დაზეთილი, საბჭოთა, საყოველთაო და სახალხო „ჟიგული“.

დავით ბუხრიკიძე

თბილისის ვოკალისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსი 2018 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისში იმართება. მისი მასშტაბი და მნიშვნელობა მხოლოდ პროფესიულ-მუსიკალური თვალსაზრისით არ განისაზღვრება. ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ის გაცილებით დიდი მოვლენაა, რომელიც სცდება როგორც „ჩეკინ ჯორჯიის”, ისე კლასიკური-საოპერო მუსიკის ფარგლებსა და გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

ქრისტინე მუჯირი

ვის ეკისრება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე ხარვეზებით ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა? რა მასშტაბის დეფექტები გამოვლინდა, ჰქონდა თუ არა რაიმე ბერკეტი სააგენტოს, პროექტირების ეტაპზევე დაეზღვია მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იმ ხარვეზებისგან, რაც გამოვლინდა? 

დავით ბუხრიკიძე

მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.

დავით ბუხრიკიძე

გერმანიის ხელისუფლებამ ბრალდების მხარეს მოუწოდა „მეშვიდე სტუდიის” გამოძიების საქმეში უზრუნველყოს „ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც შეესაბამება კანონის უზენაესობასა და სტანდარტებს“. ამასობაში ცნობილი ევროპელი რეჟისორები და წამყვანი თეატრების ხელმძღვანელები პროტესტსა და მწუხარებას გამოთქვამენ „მეშვიდე სტუდიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და სასამართლო პროცესის ტენდენციურობის გამო.