კულტურა

ქრისტინე მუჯირი

გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.

ბასტი მგალობლიშვილი

ანანო ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესინტერესზეა მორგებული და საჯარო ინტერესი უგულვებელყოფილია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გარდა ისტორიული ღირებულებისა, კინოთეატრი „რუსთაველი“ მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეც არის.

ნიკოლას გელოვანი

დაახლოებით, 1831 წელს, სიდალებს ისე ძლიერ გაუმწვავდათ ფინანსური კრიზისი, ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად გადასულიყო დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, თემზის სამხრეთ სანაპიროზე გადაშლილ საუთვარქის რაიონში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ იყო ჰატონ-გარდენივით თვალწარმტაცი.

დავით ბუხრიკიძე

რომან ვიკტიუკი დაიბადა 1936 წელს ლვოვში. 1956 წელს, „გიტისის“ (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ლვოვის, კიევის, ვილნიუსის თეატრებში. 70-იან წლებში კი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად.

დავით ბუხრიკიძე

ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.

დავით ბუხრიკიძე

ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.

ნიკოლას გელოვანი

ელიზაბეთ-კლოდ ჟაკე დე ლა გერს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს ეპოქის მარგალიტი შეარქვეს, საუკუნის სასწაული, მუსიკალური საოცრება, სწორუპოვარი გენია უწოდეს და კლავესინის უებრო ოსტატად შერაცხეს, თუმცა, ანრი ჯოხაძეს არასოდეს უნახავს ეს შეფასებები, არც კი სმენია ელიზაბეთის გენიისა და სიდიადის შესახებ და ამიტომაც, ბუნებრივია, კომპოზიტორი ქალი ვერ ეღირსა აღიარებას მისგან.

ქრისტინე მუჯირი

რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გელათის კომპლექსი არასწორად წარმართული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამო, რამაც სახურავის დაზიანება გამოიწვია, დასველდა კედლები და საფრთხე შეექმნა და დაზიანდა კედლის მხატვრობაც. მომხდართან დაკავშირებით განცხადებებს პერიოდულად ავრცელებდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებდნენ.

დავით ბუხრიკიძე

ციფრული თეატრი - ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში.

დავით ბუხრიკიძე

„ის ყოველთვის იყენებს ნათელ ფერებსა და საოცარ მოცულობებს“ - აღნიშნავს კირკ ჰენესტროსა, სინგაპურში ლასალის ხელოვნების კოლეჯის მოდის სკოლის ხელმძღვანელი - „ფიქრობ, რომ იგი უსწრებდა დროს და იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც  გაბედულ ექსპერიმენტებს ანხორცილენდა ასექსუალური მოდის იდეების დამკვიდრებაში... და რაც მთავარია, არასდროს ეთანხმებოდა ქალისა და მამაკაცის მოდის სტერეოტიპებს“.

ნიკოლას გელოვანი

აი, ასეთი გზა განვლო ფლორენციული მონასტრიდან დიდების მწვერვალამდე ამ ვირტუოზმა, რომელიც 1588 წელს გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მარადიულ სიცოცხლეს ეზიარა დანატოვარი ულევი საუნჯის წყალობით.

დავით ბუხრიკიძე

სალომე ჯიქიას მიაჩნია, რომ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იტალიელმა დირიჟორმა და მუსიკოსმა, ალბერტო ძედამ. პეზაროში მან პირველად მოუსმინა ქართველ სოპრანოს და ურჩია, რომ მისთვის განსაკუთრებით მომგებიანი და ეფექტიანი იქნებოდა მოცარტისა და როსინის საოპერო პარტიები და რეპერტუარიც. სწორედ პეზაროდან და როსინის ფესტივალიდან იწყება სალომე ჯიქიას ევროპული კარიერაც.